გიორგი წყარუაშვილის ბლოგი
Wednesday, June 4, 2014
მერვე დღის რეფლექსია
- პროექტზე მუშაობა დასრულდა, ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროგრამით გათვალისწინებული საკითხი.
- დავხვეწეთ პროექტის გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის ფაილები.
- დაგვრჩა პორტფილიოების ინტერნეტში ატვირთვა და პრეზენტირება.
Tuesday, June 3, 2014
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია
- მეხუთე დღეს ვისწავლეთ ინტერნეტში ფაილების და ფოლდერების ატვირთვა დრაივის მეშვეობით.
- ჩვენი ბუკლეტები ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
- გავეცანით დრაივზე ფაილების რედაქტირებას Google Docs-ის პროგრამით. განვიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი თავისებურებანი.
- გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილები ინტელის პროგრამის რესურსების საქაღალდიდან და განვიხილეთ ისინი ჯგუფში.
- ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
- შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
- დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე..
- დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა.
- ვიმუშავეთ და დავამთავრეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით.
- გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა.
- გავიხილეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის შესაძლებლობები.
Wednesday, May 28, 2014
Tuesday, May 27, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა. ავითვისეთ ინტერნეტში ფოტო-გამოსახულებების მოძიება, მათი კომპიუტერში ჩამოტვირთვა-შენახვა და ვორდის ფაილში ჩასმა. შევავსეთ ტრენინგის მონაწილის ფორმა ბლოგზე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
პირველი და მესამე დღეების რეფლექსია
გავეცანით ინტელის პროგრამის კურსს - ,,პროექტებით სწავლება". გავეცანით და განვიხილეთ ამ პროექტის პროგრამა, დავათვალიერეთ სხვადასხვა ბლოგის ნიმუშები. გავხსენით საკუთარი პორტფოლიოები, ინტერნეტში გავხსენით ელექტონული ფოსტა და ჩვენი ბლოგი.ვიმსჯელეთ და ჩამოვყალიბდით ჩვენს საკუთარ პროექტის თემაზე. დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა.
Subscribe to:
Posts (Atom)