- მეხუთე დღეს ვისწავლეთ ინტერნეტში ფაილების და ფოლდერების ატვირთვა დრაივის მეშვეობით.
- ჩვენი ბუკლეტები ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
- გავეცანით დრაივზე ფაილების რედაქტირებას Google Docs-ის პროგრამით. განვიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი თავისებურებანი.
- გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილები ინტელის პროგრამის რესურსების საქაღალდიდან და განვიხილეთ ისინი ჯგუფში.
- ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
- შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
- დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე..
- დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა.
- ვიმუშავეთ და დავამთავრეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით.
- გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა.
- გავიხილეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის შესაძლებლობები.
Tuesday, June 3, 2014
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment